როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბერს UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია ქამრის დაცვას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ პირველად შეეცდება.
ჰოლოუეიმ ამ ბრძოლის წინ უცნაური განცხადება გაავრცელა:
“ილია თოფურია ჩემი ფანია, მაგრამ ამას არ აღიარებს”. - განაცხადა ჰოლოუეიმ.
ცნობისთვის, მაქსი BMF-ის ტიტულს ფლობს, მან ჯასტინ გეიჯი უშანსოდ დაამარცხა, ილია თოფურიამ კი ქამარი ალექსანდერ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ მოიპოვა.