მერაბ დვალიშვილმა 33 წლის ასაკში ოცნება აიხდინა - "ქართველი მანქანა" UFC-ს ახალი ჩემპიონია.
ხუთრაუნდიანი ბრძოლის შემდეგ ქართველმა მებრძოლმა შონ ო'მალი პირწმინდად დაამარცხა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.
ბუნებრივია, ისმის კითხვა, თუ ვინ იქნება მერაბის შემდეგი მეტოქე.
UFC-ს ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, რეალურია, რომ დვალიშვილის მომდევნო ოპონენტი უმარ ნურმაგომედოვი, რიკი სიმონი ან კვლავ ო'მალი (რემატჩი) იყოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ მერაბმა UFC-ში თავისი წაუგებელი სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.