3 დღის და 12 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

და მაინც, ვინ არის წლის საუკეთესო ქართველი სპოტრსმენი?

ქართული სპორტისთვის მიმდინარე 2024 წელი ძალიან კარგი გამოვიდა.

ეს ყველაფერი ილია თოფურიას UFC-ში ჩემპიონობით დაიწყო და ახლა მერაბ დვალიშვილის ჩემპიონობით გრძელდება.

გთავაზობთ რამდენიმე ვერსიას თუ ვინ შეიძლება იყოს წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი.

1. ხვიჩა კვარაცხელია - 2024 წელს საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა დიდ საფეხბურთო ასპარეზზე რაშიც კვარას დიდი როლი ჰქონდა.

2. მერაბ დვალიშვილი - მერაბმა წლის დასაწყისში ჰენრი სეხუდოს დამარცხებით საჩემპიონო ბრძოლა მოიპოვა, ახლახანს კი ეს ბრძოლაც მოიგო და UFC-ის ჩემპიონი გახდა.

3. ილია თოფურია - თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც საჩემპიონო ქამარი მოიპოვა და ახალი ისტორია დაწერა.

4. გიორგი მიქაუტაძე - გიორგის თამაში ევრო 2024-ზე მართლაც გამოსარჩევია. 3 გოლი, 1 საგოლე პასი და ტურნირის თანაბომბარდირი ყველაფერზე მეტყველებს.

5. ლაშა ბექაური - ლაშამ 24 წლის ასაკში პარიზის ოლიმპიადაზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.

6. ლაშა ტალახაძე - ტალახაძემ თავის კარიერაში ბოლო ოლიმპიადა ჩაატარა და მესამე ოქროს მედალიც მოიპოვა.

Facebook კომენტარები