1 წლის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ოფიციალური განცხადება გაკეთდა - როგორია ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ინგლისის ჩემპიონშიპის მე-5 ტურში "უოტფორდი" "ქოვენთრის" დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო მოედანი იძულებით საკაცით დატოვა.

ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი მისმა აგენტმა, ლაშა ჯაკობიამ გააკეთა. 

"გადავრჩით, მადლობა ღმერთს. იმ მომენტში გიორგის უბრალოდ წელი გაუშეშდა. 

"სერიოზული არაფერია, მისი მდგომარეობა ნორმალურია", - თქვა ჯაკობიამ.



Facebook კომენტარები