"მილანის" ბრაზილიელმა ლეგენდამ, რიკარდო კაკამ ერთ-ერთ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დადებითდ ისაუბრა:
"ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია! ჩემთვის მისი თამაში სიურპრიზი იყო - მოედანზე სხვაობას სწორედ ასეთი მოთამაშეები ქმნიან, რადგან იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლის მიღებაც სხვებს არ შეუძლიათ", - განაცხადა კაკამ.
აქვე შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს კაკა და "მილანის" სხვა ლეგენდები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველ ლეგენდებს დაუპირისპირდებიან.