დვალიშვილის განცხადებას, რომ მას “შუგას” ნოკაუტირება შეუძლია, ო’მალის მხრიდან დაუყოვნებელი პასუხი მოჰყვა:
“მომისმინეთ. ცნობილი ამბავია, რომ მერაბი ხეპრეა, მაგრამ მეეჭვება მთლად იმ დონემდე, რომ ჩემთან კრივი სცადოს, თუმცა რას გაიგებ. ყველაფერი კვირას გამოჩნდება.” განაცხადა “შუგამ”.
აქამდე, დვალიშვილმა, შესაძლებლობა დაუშვა, რომ მან კრივის სპეციალისტი მეტოქე ნოკაუიტით გათიშოს, ხოლო ო’მალიმ, ჭიდაობის ოსტატ მოწინააღმდეგესთან ფეხში შესვლა სცადოს.
ასევე, დვალიშვილმა, ო’მალის სიტყვებს უპასუხა, რომ მეტოქის გათიშვას აპირებს:
“განაგრძე ოცნება მეგობარო. მაგრამ გახსოვდეს, რომ აქამდე არავის, არ გაუთიშივარ. უბრალოდ არავის. განაგრძე ოცნება, შონ ო’მალი!” უპასუხა ქართველმა.