1 წლის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

სანაკრებო მატჩების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ქართველ ქომაგს მიმართა

როგროც მოგეხსენებათ, სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის 2-დან 2 მატჩი მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილიც გაიმყარა.

შეხვედრების და შეკრების დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ მედიაში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც გულშემატკივრებს მიმართავს:

"სანაკრებო მატჩები დასრულდა, ორივე შეხვედრა მოვიგეთ, ვაჩვენეთ რომ საოცარი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ წინსვლას და პროგრესს, რადგან წინ ახალი გამოწვევებია"

"მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ გულშემატკივარს, სპორტული შედეგების გარდა უზომოდ მახარებს თქვენი ბედნიერი და გახარებული სახეების ნახვა, ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს. შევხვდებით ოქტომბერში", - წერს კვარა.

Facebook კომენტარები