1 წლის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ვინ არის ქართველი ხალხის ფავორიტი ნაკრების ფეხბურთელი ბოლო 5 წლის განამვლობაში

ბოლო პერიოდში საქართველოში ფეხბურთის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა.

ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ნაკრების დიდი წარმატებებია.

ხალხს ძალიან შეუყვარდნენ ნაკრების ფეხბუთელები ზოგიერთი მათგანი კი განსაკუთრებით.

გთავაზობთ ქართველი ხალხის საყვარელ ფეხბურთელს ბოლო 5 წლის განმავლობაში:

2019 წელი - გიორგი ჩაკვეტაძე. ამ დროს კვარაცხელია გამოჩენილი ვარსკვლავი არ იყო, ჩაკვეტაძემ კი ხალხს თვი ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში ბრწყინვალე თამაშით შეაყვარა თავი. ამ პერიოდში ქომაგს ყველაზე მეტად სწორედ ჩაკვე ეიმედებოდა.

2020 წელი - ამ წლიდან იწყება კვარას კაშკაში. ის ქომაგებს ყველაზე მეტად შეუყვარდათ, მისი დრიბლინგი და გამორჩეული მოედანზე თვალში მარტივი მოსახვედრი იყო.

2021 წელი - კვალვ კვარაცხელია, მისი პოპულარობა ხალხში უფრო და უფრო იზრდება, ზოგი ნაკრების თამაშებს მხოლოდ მის გამო უყურებს.

2022 წელი - შეიძლება ითქვას, ხვიჩას სიყვარული პიკი. ამ წელს კვარა "ნაპოლის" რიგებს შეუერთდა, სერია ა-ში შოუ დადგა და როგორც ქართველ, ისე იტალიელ ფანებს თავი კიდევ უფრო შეაყვარა.

2023 წელი - კვარამ ეს წელი არასახარბიელოდ დაიწყო, ბევრი კრიტიკოსიც გამოუჩნდა, თუმცა ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ "ნაპოლის" თამაშებს მისი იმედით ბევრი ქართველი ქომაგი ელოდა.

2024 წელი - ბუდუ ზივზივაძე, იგივე საქართველოს სახალხო ფეხბურთელი. ერთა ლიგის პლეი-ოფში ლუქსემბურგის წინააღმდეგ დუბლით ბუდუ ბევრმა ქომაგმა გაიცნო. ამის და უბრალო ხასიათის, რომელიც ფეხბურთელს აქვს, ის ბევრმა შეიყვარა. ამას ქართული პუბლიკა არ მალავს და სტადიონზე მისი გამოცხადებისას ყველაზე დიდი ოვაციები გვესმის.

ასევე უნდა ითქვას, რომ ქომაგებს ძალიან უყვართ ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია და მეკარე, გიორგი მამარდაშვილი.

Facebook კომენტარები