როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” ლა ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში შინ “მალიორკა” მიიღო და ლამინე იამალის გოლით 1:0 იმარჯვა.
შეხვედრის 37-ე წუთზე ჩავი ერნანდესმა რაფინია ტრავმის გამო მოედნიდან გაიყვანა და ფერმინ ლოპესი შემოიყვანა.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ელენა კონდის ედოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაფინიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის “ნაპოლისთან” სათამაშოდ მზად არის.
ცნობისთვის, “ნაპოლისა” და “ბარსელონას” განმეროებითი შეხვედრა 13 მარტს მონჟუიკის სახელობის სტადიონზე გაიმართება.