როგორც მოგეხსენებათ, გენო პეტრიაშვილის ძმა, კონსტანტინე პეტრიაშვილი 17-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
კოსტამ ფინალურ შეხვედრაში დაღესტნელი მეტიქე უშანსოდ 8:0 დაამარცხა და საოცრად იასპარეზა.
ჭიდაობის მსოფლიო ფედერაცია ყოველ თვე საუკეთესო სპორტსმენებს ავლენს.
აგვისტოს თვის საუკეთესო სპორტსმენად კი ახალგაზრდა კონსტანტინე პეტრიაშვილი დასახელდა, რაც ბრწყინვალე მიღწევა გახლავთ.