7 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

განაჩენი გამოტანილია! - როგორ დასაჯეს გურამ თუშიშვილი ტედი რინერთან მომხდარი ინციდენტის გამო

როგორც მოგეხსენებათ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გურამ თუშიშვილი 1/4 ფინალურ შეხვედრაში ტედი რინერის წინააღმდეგ დამარცხდა.

შეხვედრის შემდეგ ძიუდოისტებს შორის სიტუაცია დაიძაბა და გარკვეული შეკამათება შედგა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით გურამ თუშიშვილი 6 თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

29 წლის ქართველი მძიმეწონოსანი ძიუდოს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას 2025 წლის 25 თებერვლამდე ვერ მიიღებს.

Facebook კომენტარები