ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მადრიდის "რეალმა" "ლაიფციგის" ბარიერი გადალახა და მეოთხედ-ფინალის საგზური მოიპოვა.
მიუხედავად შემდეგ ეტაპზე გასვლისას გუნდის თამაშით კმაყოფილი არავინაა. მათ შორის არც ფეხბურთელები.
მატჩი "ბლანკოსის" გერმანელმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა კრიტიკულად შეაფასა:
"ჩვენ სუსტები ვიყავით, ნელა ვმოქმედებდით, ნული ინტენსიურობა. ორთაბრძოლებში კარგად ვერ ვერთვებოდით და ჩემპიონთა ლიგაზე ამის გამო შესაძლოა დაისაჯო"
"ამჯერად ჩვენ მომდევნო ეტაპზე გავედით, თუმცა არის რაღაცები რაზეც უნდა ვისაუბროთ", - თქვა რუდიგერმა.