როგორც მოგეხსენებათ, UFC 308-ზე ქვემსუბუქი წონის ქამარზე ერთმანეთის წინააღმდეგ ილია თოფურია და მაქს ჰოლოუეი იბრძოლებენ.
ჰოლოუეიმ აღნიშნული ბრძოლის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა:
“ახლა დროა, შეკრება დავიწყო და ბრძოლაზე ბოლომდე ვკონცენტრირდე. ვფიქრობ, ჩემი და ილიას ბრძოლა წლის ყველაზე სანახაობრივი ჩხუბი იქნება.
"UFC 300-ზე ბევრი კარგი ბრძოლა ვიხილეთ. მაგრამ, UFC 308, მე და ილია მთავარ ქარდზე - წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩხუბი იქნება.
"ერთი სული მაქვს ოქტაგონზე როდის გამოვალ და მთელი მსოფლიოს წინაშე წარვსდგები", - განაცხადა მაქსმა.
ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება 26 ოქტომბერს გაიმართება.