დაასრულებს თუ არა ლაშა ტალახაძე კარიერას - გიორგი ასანიძის პასუხი » isport.ge
3 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

დაასრულებს თუ არა ლაშა ტალახაძე კარიერას - გიორგი ასანიძის პასუხი

როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ლაშა ტალახაძემ ძალოსნობაში მესამე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

ეს ტრიუმფი ქართველი ქომაგისთვის ყველაზე სანერვიულო იყო, რადგან ვიცოდით, რომ ლაშა, ტრავმების გამო, ფორმის პიკში არ იმყოფებოდა, თუმცა ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ დასრულდა.

ტრავმებიდან გამომდინარე, გულშემატკივარს უჩნდება შეკითხვა, გააგრძელებს თუ არა ტალახაძე სპორტულ კარიერას.

ამ შეკითხვას კი მისმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში გასცა პასუხი:

"ამ დროისთვის ლაშა ისვენებს, აგვისტოს ბოლოდან დავიწყებთ შეკრებას. მთავარია მისი ჯანმრთელობა იყოს იდეალური და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, კარგი იქნება თუ გააგრძელებს კარიერას. რა თქმა უნდა, გვინდა მივიდეს ისტორიულ გამარჯვებამდე, რაც მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა"

"მეც არ მინდა ლაშა დამარცხებული წავიდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, აქამდე მე და ჩემს გუნდს, ჩვენ სამწვრთნელო შტაბს არც არასდროს დაგვიხევია უკან, ჩვენ ვცდილობთ რაც შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ ლაშას ხელი რომ შეეწყოს"

"თუ გადმოერთვება ძალოსნობაზე, თუ მთავარი მიზანი იქნება შედეგი, მე დარწმუნებული ვარ მიახლოვდება ხუთას კილოსაც. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის ფაქტორი გასათვალისწინებელია. მთავარია, პრინციპული, მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა გიორგი ასანიძემ.

Facebook კომენტარები