7 თვის და 2 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ყაზახების 3 ოთახიანი ბინა თუ ქართული მილიონი - ვინ რა მოიგო ოლიმპაიდაზე

რამდენიმე დღის პარიზის ოლიმპიადა დასრულდა, სადაც საქართველოს დელეგაციამ 7 მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ უცხოური გამოცემები იმ ქვეყნების სიას აქვეყნებენ, რომლებიც ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში თავიანთ სპორტსმენებს სხვადასხვა პრიზებს ჩუქნიან.

გაირკვა, რომ ოქროს მედლის მოპოვებისთვის სინგაპური თავის სპორტსმენს 737 000 დოლარს გადაუხდის.

ყაზახეთი კი ოლიმპიადის გამარჯვებულს 3-ოთახიან ბინას ჩუქნის.

საგულისხმოა, რომ ნორვეგიის მთავრობას პრიზი დაწესებული არ აქვს.

მასპინძელი საფრანგეთი 71 000 დოლარს ჩუქნის, ხოლო აშშ 37 500 დოლარს.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ოლიმპიელები ოქროს მედლისთვის 370 000 დოლარით დასაჩუქრდებიან, რაც 1 მილიონ ლარს უდრის.

Facebook კომენტარები