36 წლის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე მორიგ ბრძოლას ჩაატარებს.
“კავკასიელი” UFC 307-ზე UFC-ის ერთ-ერთ ვარსკვლავს, კევინ ჰოლანდს დაუპირისპირდება.
ცხადია, რომ აღნიშნული ბრძოლა დოლიძის კარიერაში მატერიალური და სპორტული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანია.
ცნობისთვის, რომან დოლიძისა და კევინ ჰოლანდის დაპირისპირება 5 ოქტომბერს შედგება.
რომანმა უკანასკნელ შეხვედრაში ანტონი სმიტის წინააღმდეგ მოიგო, ამერიკელმა მებრძოლმა კი მაიკ ოლეკსიუკთან იმარჯვა.