როგორც მოგეხსენებათ, "კარლსრუეს" ქართველი ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე ვარჯიშზე დაშავდა.
აქამდე მედიაში ტრავმის შესახებ არაფერი დაწერილა.
დაზიანების შესახებ თავად ფეხბურთელმა ისაუბრა და, საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ სერიოზული არაფერია.
"გუშინ ვარჯიშზე, მეკარე წელში მუხლით დამეჯახა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია, დღეს უკვე კარგად ვარ და ახლა ვარჯიშზე გავდივარ", - თქვა ბუდუმ.