როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა.
3 ჩემპიონს მთავრობისგან 1 მილიონი ლარი ერგო, 3 ვიცე ჩემპიონს ნახევარი მილიონი ლარი, მესამე ადგილოსან ლაშა გურულს კი 250 ათასი ლარი გადაეცა.
მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა ოლიმპიელი, რომელმაც მედალი ვერ მოიპოვა 50 ათასი ლარით დაჯილდოვდება.
ცნობისთვის ოლიმპიადაზე უმედლოდ 21 ქართველი სპორტსმენი დარჩა.