3 თვის და 2 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

სიტუაცია შეიცვალა - რომელ სტადიონებზე გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების საშინაო მატჩები ტრადიციულად "დინამო არენაზე" იმართებოდა ხოლმე.

ლეგენდარული ბორის პაიჭაძის სახელობის მოედანი ამჟამად ამორტიზებული არის, რის გამოც "ჯვაროსნების" შემდეგი თამაში "მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე" შედგება. 

ბოლო ინფორმაციით, "დინამო არენა" ერთა ლიგის არცერთ მატჩს არ უმასპინძლებს. 

როგორც ირკვევა, ტურნირის მომდევნო საშინაო ორი შეხვედრა (ჩეხეთისა და ალბანეთის წინააღმდეგ) "მიხეილ მესხის სტადიონზეა" დაგეგმილი.

რაც შეეხება უკრაინასთან დაპირისპირებას, აღნიშნული თამაში ბათუმში 16 ნოემბერს შედგება. 

Facebook კომენტარები