გერმანულ მედიაში ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც იწერება, "კარლსრუეს" ქართველმა შემტევმა ვარჯიშზე დაზიანება მიიღო, რის გამოც მას მოედნიდან იძულებით გასვლა მოუწია.
გაირკვა, რომ ზივზივაძე თანაგუნდელ მეკარეს, აკი კოხს შეეჯეხა, რის შემდეგაც მან ვარჯიშის გაგრძელება ვერ მოახერხა.
ამასთანავე, ჯერჯერობით ბუდუს დაზიანების სიმძიმე უცნობია და აღნიშნულთან დაკავშირებით მას გამოკვლევები დღეს ჩაუტარდება.
ცნობისთვის, ბუდუმ გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის ახალი სეზონის პირველივე ტურში ჰეტ-ტრიკი შეასრულა.