3 თვის და 2 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

მთავარი მიზეზი - რატომ დააკლეს ერთ კაცზე ბილეთების ყიდვის უფლება

როგორც მოგეხსენებათ, 15 აგვისტოს TKT.ge-ზე საქართველოსა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყება.

გაირკვა, რომ აღნიშნულ თამაშებზე დასწრების ბილეთების საფასური 10, 30 და 50 ლარი იქნება.

საგულისხმოა ისიც, რომ თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეეძლება. 

უდიდესი ალბათობით, ამ ცვლილების მიზეზი, მაღალ მოთხოვნასთან ერთად, ადგილების სიმცირის მიზეზია, ვინაიდან ეს თამაში "მიხეილ მესხის სტადიონზე" გაიმართება. 

ცნობისთვის, საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირება 7 სექტემბერს შედგება.

Facebook კომენტარები