ცნობილია - რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში პარიზის ოლიმპიადაზე » isport.ge
3 თვის და 1 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ცნობილია - რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში პარიზის ოლიმპიადაზე

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ოლიმპიური თამაშები დასრულდა.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების უკანასკნელ დღეს საქართველოს ვერცხლის მედალი გივი მაჭარაშვილმა მოუტანა.

საბოლოო ჯამში ქართველები 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ.

ჩემპიონები ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე გახდნენ. ვიცე-ჩემპიონის ტიტული ტატო გრიგალაშვილმა, ილია სულამანიძემ და გივი მაჭარაშვილმა მოიპოვეს, ბრინჯაოს პრიზიორი კი ლაშა გურული გახდა.

ჯამში საქართველოს ნაკრები სახელმწიფოსგან 4 მილიონ 750 ათას ლარს მიიღებს. ჩემპიონებს 1 მილიონი ლარი ერგებათ, ვიცე-ჩემპიონები 500 ათას ლარს მიიღებენ, ლაშა გურული კი 250 ათასი ლარით დაჯილდოვდება.

Facebook კომენტარები