როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, თავისუფალ ჭიდაობაში 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გივი ფინალურ შეხვედრაში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე აჰმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა და ტურინისი ვიცე-ჩემპიონი გახდა.
მაჭარაშვილი ოლიმპიადაზე მიღწეული შედეგის გამო სახელმწიფოსგან 500 ათას ლარს მიიღებს.
ცნობისთვის, საქართველომ ოლიმპიურ თამაშებზე 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.