როგორც მოგეხსენებათ, გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს პრიზიორი გახდა.
რიოში მოპოვებული ბრინჯაოსა და ტოკიოში აღებული ვერცხლის შემდეგ პარიზში იგი ნანატრ ოქროს დაეუფლა.
საგულისხმოა, რომ ამ გამარჯვებით გენომ სოლიდური თანხა გამოიმუშავა.
კერძოდ, ის სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით 1 მილიონ ლარს მიიღებს.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე 6 მედალი აქვს მოპოვებული.