როგორც მოგეხსენებათ, ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა.
ქართველმა სპორტსმენმა აღნიშნული ტურნირი ზედიზედ მესამედ მოიგო.
საგულისხმოა, რომ ამ გამარჯვებით ლაშამ სოლიდური თანხა გამოიმუშავა.
კერძოდ, ის სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით 1 მილიონ ლარს მიიღებს.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე 6 მედალი დაუგროვდა.