4 თვის და 2 კვირის წინ
Giorgi Chanturia
Aa

როგორ დასრულდა გენო პეტრიაშვილისა და ამირ ზარეს უკანასკნელი შეხვედრა

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ოლიმპიადაზე, თავისუფალ ჭიდაობაში +125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი დაამარცხა.

გენოს მეტოქე ფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ამირ ჰუსეინ ზარე გახლავთ.

გენო და ირანელი მეტოქე ჯამში 5-ჯერ არიან შეხვედრილნი, პირველი შეხვედრა გენო პეტრიაშვილის გამარჯვებით დასრულდა, მეორე შეხვედრაშიც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა გოლიათმა იმარჯვა.

სამწუხაროდ, უკანასკნელი სამი შეხვედრა ამირ ჰუსეინ ზარეს გამარჯვებით დასრულდა.

ცნობისთვის, ზარესა და პეტრიაშვილის დაპირისპირება 22:30 საათზე დაიწყება.

Facebook კომენტარები