დღეს ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი ჭიდაობის ფინალი გაიმართება.
მოგეხსენებათ, ფინალში გენო პეტრიაშვილი ირანელ ამირ ზარეს უპირისპირდება, რომელსაც ძალიან დიდი თანხის გამომუშავების შანსი აქვს.
როგორც ცნობილია, ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში სპორტსმენი ირანის სპორტის კომიტეტისგან 8 მილიარდ ტომანს მიიღებს.
ამას დაემატება ოლიმპიური კომიტეტის მიერ გადაცემული 10 მილიარდი ტომანი, ჯამში 18 მილირადი, რაც დაახლოებით 300 000 დოლარის ექვივალენტია.