3 თვის და 2 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

როგორია ქართველი სპორტსმენების განრიგი პარიზის ოლიმპიადაზე 10 აგვისტოს

პარიზის ოლიმპიადა საქართველოს დელეგაციისთვის დასასრულს უახლოვდება.

ქართველი სპორტსმენების აღნიშნულ თამაშებზე მონაწილეობის ბოლო დღეს ჩვენი ბიჭებისგან მედლებს ველით.

ოქროს მედლები განსაკუთრებით გენო პეტრიაშვილისა და ლაშა ტალახაძის შემთხვევაშია მოსალოდნელი.

ქართველი მოჭიდავე ფინალშია გასული, ხოლო ჩვენი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი კვლავ ერთპიროვნულ ფავორიტად განიხილება.

გთავაზობთ დღევანდელი დღის განრიგს ქართველი სპორტსმენებისთვის:  

  • თავისუფალი ჭიდაობა - გოდერძი ძებისაშვილი - 13:30 – 65 კგ. იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს. 
  • თავისუფალი ჭიდაობა - გივი მაჭარაშვილი - 13:30 – 97 კგ. იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს. 
  • ძალოსნობა - ირაკლი ჩხეიძე - 13:30 – 102 კგ. 
  • თავისუფალი ჭიდაობა - გენო პეტრიაშვილი VS ამირ ზარე - 21:00-დან +125 კგ. ფინალი 
  • ძალოსნობა - ლაშა ტალახაძე - 22:30 – + 102 კგ.

Facebook კომენტარები