10 მარტს შონ ო'მალისა და მარლონ ვერა შორის "UFC"-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაა დაგეგმილი.
ღონისძიებას ქართველი მებროლი, მერაბ დვალიშვილიც დაესწრება, რომელმაც შესაძლოა ამავე ბროლაში მიიღოს მონაწილეობა.
თუ რომელიმე მებრძოლი რაიმე მიზეზით ოქტაგონზე ვერ გამოვა მის ჩამნაცვლებლად სწორედ მერაბია არჩეული. ეს ბრძოლა კი მისთის სატიტულო იქნება.
მერაბმა ბოლოს სულ რაღაც 17 დღის წინ იასპარეზა და შესაძლოა ამ მოკლე დროში მან საჩემპიონო ბრძოლა მიიღოს.
აქვე შეგახსენებთ, "UFC"-ის პრეზიდენტმა, დანა ვაითმა განაცხადა, რომ დვალიშვილის შემდეგი ბრძოლა აუცილებლად სატიტულო იქნებოდა.