4 თვის და 2 კვირის წინ
Giorgi Chanturia
Aa

“ღმერთთან ერთად დახმარებას მას ვთხოვდი” - ლაშა ბექაური

როგორც მოგეხსენებათ, ლაშა ბექაური 24 წლის ასაკში 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ლაშამ Crystalsport-თან ინტერვიუში მისი მოტივატორი გაამხილა:

“ამ ოლიმპიადაზე ჩემი დამატებითი მოტივაცია გიორგი ანწუხელიძე იყო და ვგრძნობდი, რომ ეს ადამიანი იმქვეყნიური სამყაროდან ძალიან დიდ ძალას მაძლევდა - ამას მთელი გულით ვამბობ.

როგორც ღმერთს ვთხვოდი და ყველა ჩვენ წინაპარს დახმარებას და გვერდში დგომას, ასევე ვთხოვდი გიორგი ანწუხელიძესაც, ქართველ გმირს”. - განაცხადა ბექაურმა.


Facebook კომენტარები