როგორც მოგეხსენებათ, ილია სულამანიძე ოლიმპიადის ფინალში დასანანად დამარცხდა. ქართველი ჯუდოკა დაძაბულ ჭიდაობაში ვაზარით იგებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მსაჯმა მას მესამე შიდო მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მისცა და ის დამარცხდა.
ამ საკითხზე ილიამ “europop-ის” გადაცემა “ფუუპოსკასტში” ისაუბრა:
"მსაჯს მესამე შიდოს მოცემა არ უნდოდა. [ვიდეორეფერის გამოყენებისას] ვუყურებდი - ვინც სუპერვაიზერია, მასაც არ უნდოდა შიდოს მოცემა. ადგა ჯუდოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი და "მიეცითო".
“ასევე, ყველაზე მეტად რაც არ მომეწონა - სადაც მსაჯების დელეგაცია ზის, იქიდან ორი კაცი ახტა და გაეხარდა. იქ იჯდა ისეთი ადამიანი, ვინც მოწინააღმდეგეს მხარე იყო."