როგორც მოგეხსენებათ, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე პარიზის ოლიმპიადას მსაჯების უსაართლო გადაწყვეტილების შემდეგ გამოეთიშა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა, ზაზა მჭედილძემ გააკეთა.
"ყურადღება გავამახვილოთ 0:0-ზე პირველ ჩხლეტვას, რომელიც სანდროს ეკუთვნოდა და სრულიად უსამართლოდ მის ეგვიპტელ მეტოქეს ჩაუთვალეს.
"როდესაც სპორტსმენი ასეთ უსამართლობას თავიდანვე ხედავს, ფსიქოლოგოურად რთულია საკუთარი თავი განაწყო, ბაზაძემ კი ეს მოახერხა და ბრძოლაში დაბრუნდა.
"მას 5 ქულა დააკლეს უსამართლოდ და ასეთ პირობებში რისი გაკეთება შეიძლებოდა", - თქვა ზაზამ.