პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
86 კგ-ში თავის კარიერაში პირველი ოლიმპიური მედლის მოპოვებისთვის იბრძოლებს ვლადიმერ გამყრელიძე. ქართველმა ფალავანმა მიმდინარე წლის მაისში სტამბულის საერთაშორისო ტურნირზე 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. გამყრელიძემ ე.წ. „ბრინჯაოს ფინალში“ უკრაინელი მიხაილოვი დაამარცხა.
ქართველმა ფალავანმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგრადში ვერცხლის მედალი მოიპოვა 79 კგ-ში. იგი ასევე არის 2022 წლის კონტინენტის პირველობის პრიზიორი.