ლაშა ტალახაძის მამამ კობა ტალახაძემ 2021 წელს ჟურნალ გზასთან თავისი შვილის შესახებ ისაუბრა. კობამ მოყვა, თუ რას გრძნობდა ოლიმპიური ჩემპიონი 2021 წელს რუსეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის წინ
- ერთხელ მითხრა, ვერ წარმომიდგენია, მხრებზე სხვა ქვეყნის დროშა როგორ შეიძლება მოვიხვიოო.
- დღემდე ასე მოვდივართ, ის რომ შეჯიბრება მოსკოვში ტარდებოდა, თავის ქვეყნისადმი პასუხისმგებლობის განცდას უორმაგებდა. სანამ წავიდოდა, სულ ამბობდა, - დიახ, რუსეთში უნდა გავიმარჯვო; დიახ, იქ უნდა ავწიო საქართველოს დროშაო. დიდება მაღალ ღმერთს, რომ ეს შეაძლებინა. ძალიან მინდოდა, ყველა ქართველ სპორტსმენს დიდი გამარჯვება მოეპოვებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. სპორტი ისეთი რამ არის, ხან გამოდის, ხან - არა. ჩვენ ბევრი კარგი ძალოსანი გვყავს და მჯერა, მათი გამარჯვებით კიდევ ბევრჯერ გავიხარებთ.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ტალახაძე მესამე ოლიმპიურ ოქროს შეუტევს.