პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობა გრძელდება.
აღნიშნული სპორტული მოვლენის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს დელეგაციას ჯერჯერობით 4 მედალი აქვს მოპოვებული.
მიუხედავად ამისა, დარჩენილ დღეებში ჩვენი სპორტსმენებისგან შედეგიან გამოსვლას და მათ შორის ოქროს მედალს ველით.
გთავაზობთ დღევანდელი დღის განრიგს ქართველი სპორტსმენებისთვის:
- ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ლაშა გობაძე – ტურპალ ალი ბისულტანოვი (დანია) - 13:00 – 87 კგ. რეპეშაჟი ბრინჯაოს მედლისთვის.
- თავისუფალი ჭიდაობა - ვლადიმერ გამყრელიძე - 13:30 – 86 კგ. იწყება მერვედფინალით, ფინალური ბლოკი – მეორე დღეს.