როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ფიცარნაგზე 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძე გამოვა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიშველიძეს მძიმე ტრავმა აწუხებს.
სწორედ ამ მიზეზის გამო ქართველ სპორტსმენს მედლისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება.
შოთა მიშველიძე ოლიმპიურ თამაშებზე მაქსინალური დატვირთვებით ასპარეზობას ვერ შეძლებს.