დღეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძე (67კგ) იასპარეზებს.
მან ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილი დაიკავა.
ქართველი ფალავანი ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონია. ის კონტინენტის პირველობაზე 2021 წელს ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
რამაზ ზოიძემ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საგზური მიმდინარე წლის მაისში სტამბოლში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვა. ლიცენზიისთვის ბრძოლაში მან ჩინელი მოჭიდავე დაამარცხა.
28 წლის სპორტსმენს საკმარისი ტიტულები და გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მედლისთვის იბრძოლოს.