როგორც მოგეხსენებათ, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოუპოვა.
ქართველი ძიუდოისტი ფინალში ტაკანორი ნაგასეს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ დამარცხდა.
როგორც გაირკვა, ტატო გრიგალაშვილს მხრის ტრავმა ჰქონდა, რომელმაც ნახევარფინალში თავი გაუხსენა და ჭიდაობის დროს აწუხებდა.
ეს ყველაფერი დასანანია, მაგრამ ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორობა, რა თქმა უნდა, დიდი მიღწევაა.