პარიზის ოლიმპიადაზე ქართველების შედეგიანი გამოსვლა ზედიზედ სამი დღეა, რაც გრძელდება.
ტატო გრიგალაშვილისა და ლაშა ბექაურის შემდეგ მედლის მოპოვება ილია სულამანიძემ შეძლო.
ქართველი ძიუდოისტი ძალიან მოულოდნელად ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
გთავაზობთ დღევანდელი დღის განრიგს ქართველი სპორტსმენებისთვის:
- ტყვიის სროლა - ნინო სალუქვაძე - 11:00 – პისტოლეტი, 25 მეტრი – კვალიფიკაცია
- ბატუტი - ლუბა გოლოვინა - 14:00 – კვალიფიკაცია, 15:50 – ფინალი
- ძიუდო - გურამ თუშიშვილი - 12:00-დან – + 100 კგ.
- ძიუდო - სოფიო სომხიშვილი - 12:00 – + 78
- მძლეოსნობა - ლიკა ხარჩილავა - 13:30 – 100 მეტრზე რბენა – კვალიფიკაცია, 21:50 – ნახევარფინალი