როგორც მოგეხსენებათ, ლაშა გურულმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ოლიმპიადაზე ყაზახი მეტოქე მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
შესაბამისად, ლაშა მინიმუმ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, რაც ფენომენალური მაჩვენებელი გახლავთ.
გურულის მომდევნო მეტოქე კუბელი ალვარეს ბორხესი იქნება.
ცნობისთვის, ქართველისა და კუბელის შეხვედრა 4 აგვისტოს თბილისის დროით 19:06 საათზე შედგება.