8 თვის და 3 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ან ესპანეთი, ან საქართველო - ილია თოფურია დიდი გადაწყვეტილების წინაშე დგას

ცნობილმა გამოცემა "AS"-მა ილია თოფურიაზე საინეტრესო სტატია გამოაქვეყნა.

წყაროს ცნობით, UFC-ს ქვემსუბუქ წონის ჩემპიონი დიდი გადაწყვეტილების წინაშე დგას.

კერძოდ, თოფურიას ესპანეთისა და საქართველოს მოქალაქეობებს შორის არჩევანის გაკეთება და ერთ-ერთი მათგანის არჩევა მოუწევს.

როგორც ირკვევა, ილიას 180 დღე მიეცემა, რათა ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს, დადოს ფიცი და გახდეს ესპანეთის მოქალაქე.

სწორედ ამიტომ, UFC-ს ახალი ჩემპიონი დილემის წინაშე დგას.


Facebook კომენტარები