3 თვის და 4 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

როგორია ქართველი სპორტსმენების განრიგი პარიზის ოლიმპიადაზე 1 აგვისტოს

ქართველების შედეგიანი გამოსვლა პარიზის ოლიმპიადაზე უკვე ზედიზედ 2 დღეა გრძელდება.

ტატო გრიგალაშვილის მიერ მოპოვებული ვერცხლის შემდეგ ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და ოქროს მედალს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

გთავაზობთ დღევანდელი დღის განრიგს ქართველი სპორტსმენებისთვის:

  • ძიუდო - ილია სულამანიძე - 12:00-დან – 100 კგ.
  • კრივი - ლაშა გურული VS ბაზარბაი მუხამედსაბირი (ყაზახეთი) - 23:36 – 1/4 ფინალი

Facebook კომენტარები