როგორც მოგეხსენებათ, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოუპოვა.
ქართველი ძიუდოისტი ფინალში ტაკანორი ნაგასეს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ტატომ ვერცხლის მედლის მოპოვებით სოლიდური თანხა გამოიმუშავა.
კერძოდ, იგი ჩვენი სახელმწიფოსგან 500 000 ლარს მიიღებს.
ასე და ამგვარად, ქართველ სპორტსმენებს წლევანდელ ოლიმპოიურ თამაშებზე ჯერჯერობით ერთი მედალი აქვთ მოპოვებული.