როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 26 ივლისს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართება.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარიზში უდიდესი ღონისძიება იგეგმება.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშეები ჩვენი საამაყო სპორტსმენები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ნინო სალუქვაძე (მიზანში სროლა) იქნებიან.
აქვე გეტყვით, რომ ზემოთ თქმული ცერემონია ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება.