4 თვის და 1 კვირის წინ
სახელი უცნობია
Aa

500 კილოგრამის აწევა პარიზის ოლიმპიადაზე? გეტყვი, რომ… - რას ამბობს ლაშა ტალახაძე

როგორც მოგეხსენებათ, პარიზის ოლიმპიადა სულ მალე დაიწყება. სად 28 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ამ ტურნირთან დაკავშირებით, უდიდესმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ინტერვიუ ჩაწერა:

"ჩემგან ყველა გამარჯვებას ელის. სიმართლეს გეტყვით - ფსიქოლოგიურად, ეს ცოტათი მთრგუნავს, რადგან არ მინდა მათ იმედები გავუცრუო. 

პარიზში 500 კილოგრამის აწევაზე არ ვფიქრობ. მთავარი მიზანი გამარჯვება და მესამე ოლიმპიური ოქროა. ტრავმებიდან გამომდინარე, 500 რთულად მეჩვენება. მთავარი გამარჯვებაა.

მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ პარიზიდან გამარჯვებული დავბრუნდე."- განაცხადა ორგზის ოლიპიადის ჩემპიონმა.

Facebook კომენტარები