ქუთაისის ტორპედო კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ქართული კლუბი „ომონიას“ წინააღმდეგ მატჩს სტუმრად, 25 ივლისს გამართავს. მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, „ტორპედოს“ შემადგენლობას ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გამოაკლდა.
აურო ალარო და კრუზ ჟუნიორი ფეხის თითების მრავლობითი მოტეხილობის გამო „ტორპედოს“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევაში ვეღარ დაეხმარება. ოფიციალური განცხადების მიხედვით, ბრაზილიელი მცველი გუნდს მინიმუმ 2-3 თვით გამოაკლდება.
ბრაზილიელი ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და ჯამში 2 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.