1 წლის და 2 თვის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

გველესიანი კვლავ ირანში რჩება - კონტრაქტი გაფორმებულია

საქართველოს ნაკრების მცველი კარიერას კვლავ ირანში გააგრძელებს. გიორგი გველესიანი კვლავ ირანული ლიგის ჩემპიონი გუნდის განაცხადში დარჩება. ამის შესახებ კლუბმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის ფეხბურთელსა და „პერსეპოლისს“ შორის დადებული ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა.

გველესიანი ამჟამინდელ კლუბში 2022 წლიდან თამაშობს და „პერსეპოლისის“ მაისურით ირანის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა წლევანდელ სეზონში. აღსანიშნავია, რომ საჩემპიონო მატჩი ირანულმა კლუბმა სწორედ ქართველი ლეგიონერის გოლით მოიგო.

Facebook კომენტარები