დეკუს "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკეს ხილვა სურს, - იუწყება Carrusel deportivo.
"პარი სენ ჟერმენის" მესაჭე, რომელსაც პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს, "ბარსას" სპორტული დირექტორის პირველი არჩევანია.
ჯერჯერობით არსად გაჟღერებულა, რომ "პსჟ" აპირებდეს ლუჩოს განთავისუფლებას ან ენრიკეს ეჭიროს თვალი წასვლაზე, მაგრამ ყოფილი კლუბიდან ზარმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.
ენრიკე "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 2014-2017 წლებში წვრთნიდა. მან კატალონიურ გრანდს 9 ტიტული მოაგებინა.