ვეტერანი ფეხბურთელი საფეხბურთო კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. ივან რაკიტიჩი მომავალ სეზონში საფეხბურთო კლუბ „ჰაიდუკში“ ითამაშებს. მხარეებს შორის 1 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, დამატებით კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ვარიანტით.
რაკიტიჩმა საუდის არაბეთში მხოლოდ 6 თვე გაატარა და „ალ შაბაბი“ 8 მატჩის ჩატარების შემდეგ დატოვა. იგი მშობლიურ კლუბში ისეთ ფეხბურთელებს შეუერთდება, როგორიცაა ივან პერიშიჩი და მარკო ლივაია.
„ბარსელონას“ ყოფილ ვარსკვლავს ახალ კლუბში ჯენარო გატუზო გაწვრთნის.