1 წლის და 2 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კიდევ ერთი წარმატება, კიდევ ერთი რეკორდი! - საქართველოს ნაკრებმა ახალი მაჩვენებელი დაამყარა

როგორც მოგეხსენებატ, საფეხბურთო პორტალმა "Transfermark"-მა ევრო 2024-ის შემდეგ ფეხბურთელების ფასები შეცვალა.

წარმატებული ასპარეზის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ფასში მხოლოდ მატებაა.

მეტიც, ამიერიდან გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.

ამ წამრატებების გარდა ჩვენმა გუნდმა თავისი ახალი რეკორდიც დაამყარა.

საქართველოს ეროვნული გუნდის ჯამური ღირებულეა 185,10 მილიონი ევროა, რაც არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი ნიშნულია.

მოგახსენებთ, რომ აქამდე "ჯვაროსნების" ღირებულება 161 მილიონ ევროს შეადგენდა.

Facebook კომენტარები